ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

დმიტრო კულება - ცხოვრება თანამედროვე რუსეთის გარეშე შესაძლებელია, ეს ყველაფერი იქნება

ნახვები: 583 დმიტრო კულება - ცხოვრება თანამედროვე რუსეთის გარეშე შესაძლებელია, ეს ყველაფერი იქნება

უკრაინის „დემილიტარიზაციის“ შესახებ პესკოვის განცხადების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ შემდეგ ეპიზოდებს ელოდება.

„შემდეგ ეპიზოდებში: ფაქტობრივად, ყველა დავალება შესრულებულია. უკრაინა, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, ვერ შეძლებს რუსეთზე თავდასხმას, ყირიმი აღარ არის ტვირთი რუსეთისთვის. ნაცისტები დარჩნენ მხოლოდ რუსეთში, ხოლო რუსი ჯარისკაცებისა და ტექნიკის დანაკარგები უკრაინაში. რუსეთი უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე“, – წერს კულება სოციალურ ქსელში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა მართალია, როცა პარტნიორებს ეუბნება, რომ პუტინი შეძლებს რუსებს აუხსნას, როგორც ყირიმის, ისე ზოგადად უკრაინის დაკარგვა.

„პარტნიორებისთვის მთავარია, არ შეგეშინდეთ გლობალური ცვლილებების და არ შეწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. ცხოვრება თანამედროვე რუსეთის გარეშე შესაძლებელია. ჩვენ კი ყოველდღიურად ვმუშაობთ უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის ახალ იარაღზე, გლობალური კოალიციის გაძლიერების მხარდასაჭერად. მშვიდობის ფორმულა და უკრაინის აღდგენა. ეს ყველაფერი იქნება“, – აღნიშნა კულებამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა