თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

უკრაინელებმა, ბოლო ორ კვირაში, 8 დასახლება გაათავისუფლეს

ნახვები: 555 უკრაინელებმა, ბოლო ორ კვირაში, 8 დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის საჯარისო შენაერთებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ოკუპაციისგან 8 დასახლება გაათავისუფლეს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ ბახმუტის მიმართულებით უკრაინული ძალების შეჩერება სცადა, იქ დამატებითი ქვედანაყოფები გადაიყვანა და დაბომბვის რაოდენობაც გაზარდა. მისი თქმით, ამ მიმართულებით გასული კვირის განმავლობაში ბრძოლების საერთო ინტენსივობა შემცირდა.

„ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ორი კვირის განმავლობაში შეტევითი ოპერაციების დროს, ჯარების გაერთიანებულმა სტრატეგიულმა დაჯგუფება „ტავრიას“ ნაწილებმა გაათავისუფლეს 8 დასახლება: ნოვოდაროვკა, ლევადნოე, სტოროჟევოე, მაკაროვკა, ბლაგოდატნოე, ლობკოვოე, ნესკუჩნოე, პიატიხატკი. სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 113 კვადრატული კილომეტრს შეადგენს“, - განაცხადა მალიარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა