გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა — სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსი ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო
გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში, სადაც კულტურა არის გაყიდული, იქ კულტურის მინისტრის არსებობა ნონსენსია
გვარამია: ფონ დერ ლაიენმა საქართველო არც გაფართოების და არც შუა დერეფნის კონტექსტში ახსენა — პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
დათო გამცემლიძე „ნამახვანჰესზე“: 400-მილიონიანი კომპენსაცია ცალკე და ენგურჰესთან შესადარი გენერაცია — ცალკე
ფონ დერ ლაიენი: მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს
EU to launch new cooperation programs with Ukraine's defense industry – von der Leyen
Russian general who reported to Putin on capture of Kostiantynivka eliminated in Ukraine — “Madyar”
2027 draft budget: expenditures to rise 13.5%, international assistance needs estimated at $52.6 billion

„ხალხის ძალა“ კელი დეგნანს მიმართავს - რატომ არ ასვენებთ ამ ქვეყანას?

ნახვები: 920 „ხალხის ძალა“ კელი დეგნანს მიმართავს - რატომ არ ასვენებთ ამ ქვეყანას?

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ენჯეოებისა და აგრესიული პოლიტიკური დაჯგუფებების დაფინანსება კვლავაც გაუმჭვირვალეა.

„დაზუსტებით დღესაც არავინ იცის, ვინ, რისთვის და რა თანხით აფინანსებს „სირცხვილიას“, „ფრანკლინის კლუბს“, „გირჩს“, „დროას“ და სხვა აგრესიულ და მაპოლარიზებელ ლიბერალ-ფაშისტურ დაჯგუფებებს. შესაბამისად, საზოგადოებამ არც ის იცის, კონკრეტულად ვისგან და რა მოცულობით ფინანსდება რევოლუციური გეგმა, რომელზეც რადიკალური დაჯგუფებები დაუფარავად საუბრობენ.

რეგიონში არსებული ურთულესი ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, რას ემსახურება საქართველოში სიმშვიდის დარღვევის ყველა მცდელობა. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რევოლუციური გეგმის ავტორები საქართველოში ვერც რევოლუციას და ვერც მეორე ფრონტს ვერ მოაწყობენ.

ენჯეოების დაფინანსების გაუმჭვირვალობის მიუხედავად, საზოგადოებას აქვს საერთო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვისგან არიან მხარდაჭერილი მაპოლარიზებელი და აგრესიული ლიბერალ-ფაშისტური დაჯგუფებები.

ქალბატონი კელი დეგნანი ვერასოდეს მალავდა მათ მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიებს. თუმცა, რაც მან სამი დღის წინ გააკეთა, ყველაფრის საუკეთესო ლუსტრაცია იყო. დეგნანმა ბორჯომში გაგზავნა ტრანსპორტი და შეშინებული „გირჩელები“ სამოქალაქო აქტივისტებს საელჩოს კუთვნილი მიკროავტობუსებით გამოარიდა.

გვინდა დავუსვათ კითხვა კელი დეგნანს: რატომ არ ასვენებთ ამ ქვეყანას? რატომ აფინანსებთ ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს? რატომ აფინანსებთ და აღვივებთ პოლარიზაციას? რატომ უქმნით ხელოვნურ ბარიერებს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას? რატომ არ გაგახსენდათ მედიის თავისუფლება, როდესაც ლიბერალ-ფაშისტებმა სამი ტელეკომპანია გამოარჩიეს და ღონისძიების გადაღება აუკრძალეს? და ბოლოს, გვაინტერესებს, რას ელით ხელისუფლებაში დაბრუნებული ნაცმოძრაობისგან ისეთს, რასაც „ქართული ოცნება“ არ გიკეთებთ?

ამ ყველაფერმა გაგვახსენა მოარული ხმები იმის შესახებ, რომ ბაკურიანის ცნობილ შეხვედრას, რომელზეც ლიბერალ-ფაშისტურ პარტიებს, ენჯეოებს და ტელევიზიებს რევოლუციაში ატრენინგებდით, საღამოს თქვენც პირადად შეუერთდით. იქნებ, ქართულ საზოგადოებას დასდოთ პატივი და უთხრათ, რატომ ჩახვედით რევკომის შეხვედრაზე ბაკურიანში?

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საზოგადოებას უხეში ტყუილი აკადრეთ და აგენტების ამერიკული კანონი რუსულ კანონად გამოაცხადეთ, რათა რევოლუციური ფინანსების გამჭვირვალობა აგერიდებინათ თავიდან, ხალხი მაინც ხედავს ყველაფერს.

კელი დეგნანმა იმდენჯერ აარიდა პასუხი ჩვენს ლეგიტიმურ კითხვებს, რომ მისი პასუხის იმედი არც ამჯერად გვაქვს. იმედია, ახალი ელჩი მაინც გაუწევს ანგარიშს ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და შეწყდება ლიბერალ-ფაშისტური რევოლუციის დაფინანსება, რისთვისაც ის თანხები იხარჯება, რომელსაც, ცინიკურად, საქართველოს დახმარებად ნათლავენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა