4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

„სააკაშვილის დაპატიმრება და პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას და პოლარიზაციას ქვეყანაში“ - ევროპის სახალხო პარტია

ნახვები: 476 „სააკაშვილის დაპატიმრება და პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას და პოლარიზაციას ქვეყანაში“ - ევროპის სახალხო პარტია

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება და პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას და პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში," - ნათქვამია დღეს, 6 ოქტომბერს, „ევროპის სახალხო პარტიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშუ.

„...საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება და პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას და პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მმართველი პარტიის წამყვანმა ფიგურებმა გააკეთეს შეუწყნარებელი და პროვოკაციული განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოს საქართველოში, რაც ღრმად გვაშფოთებს...

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მეორე ტურს, სადაც გადაწყდება დიდი ქალაქების ბედი. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს მომავალს, პოლიტიკური დაპირისპირების დასრულებით და კონსტრუქციულ დღის წესრიგში დაბრუნებით, რაც დააჩქარებს ქვეყნის რეფორმების პროცესს", - წერია „ევროპის სახალხო პარტიის" განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა