ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

შალვა პაპუაშვილი - ყველა, ვინც პრეზიდენტს მოუწოდებდა, დეპოლარიზაციისთვის შეეწყალებინა ნიკა გვარამია, დღეს პასუხისმგებლობას იღებს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია

ნახვები: 587 შალვა პაპუაშვილი - ყველა, ვინც პრეზიდენტს მოუწოდებდა, დეპოლარიზაციისთვის შეეწყალებინა ნიკა გვარამია, დღეს პასუხისმგებლობას იღებს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია

ყველა, ვინც მოუწოდებდა პრეზიდენტს, დეპოლარიზაციისთვის შეეწყალებინა ნიკა გვარამია და ამით არასწორ კავშირს აკეთებდა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე, დღეს პასუხისმგებლობას იღებს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თავად სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ მასზე იყო გარედან ზეწოლა.

„უპირველეს ყოვლისა, თავად პრეზიდენტი საუბრობდა ამაზე, რომ გარედან იყო მასზე ზეწოლა. მეორე – საჯაროდ ვხედავდით მოწოდებებს, რომლებიც იყო პრეზიდენტის მიმართ. ზეწოლაა, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტს აძლევ რჩევებს და მისთვის სპეციფიკურ უფლებამოსილებაში ზედმეტად ერევი, ამ შემთხვევაში, რომ პრეზიდენტს მიეღო ესა თუ ის გადაწყვეტილება. რეაქციებითაც ვხედავთ, ვინ იყვნენ ის სუბიექტები, რომლებიც პრეზიდენტს მოუწოდებდნენ. ყველა, ვინც მოუწოდებდა პრეზიდენტს, რომ დეპოლარიზაციისთვის შეეწყალებინა ნიკა გვარამია, ვინაიდან ეს იყო დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ამით არასწორ კავშირს აკეთებდა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე, ყველა ეს ადამიანი დღეს პასუხისმგებლობას იღებს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია.

ვნახოთ, თუკი ეს იყო ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის საფუძველი, ვინაიდან მათ შესაძლოა, მიაჩნდათ, რომ უსამართლო იყო ეს გადაწყვეტილება. ახლა, ვინაიდან ნიკა გვარამია შეწყალებულია, გამოდის, რომ ბურთი არის ოპოზიციის მხარეს. ამაში ჩართული იყვნენ, მათ შორის, უცხოეთიდან ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ პრეზიდენტს შეწყალებისკენ, ახლა აიღონ პასუხისმგებლობა და დავაკვირდეთ ოპოზიცია რამდენად შეცვლის საკუთარ რადიკალურ დღის წესრიგს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა