ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

უკრაინული მედია - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონები დაბომბა

ნახვები: 672 უკრაინული მედია - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონები დაბომბა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონები დაბომბა.

უკრიანული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ნიკოპოლში საცხოვრებელი ზონის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაზსადენი.

მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს რეგიონში დასახლებული პუნქტები რუსმა სამხედროებმა არტილერიით და უპილოტო თვითმფრინავებით დაბომბეს. დაშავდა ორი ადამიანი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში 30-მდე შეტაკება მოხდა. მათივე ცნობით, რუსი სამხედროები თავიანთ მთავარ ძალებს ლიმანის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე აჯგუფებენ. გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა აღნიშნულ მიმართულებებზე უკრაინის არმიამ მოიგერია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა