თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯასტინ ტრუდოს გავუზიარე უკრაინული შეფასებები რუსეთში გადატრიალების მცდელობაზე, ვისაუბრე ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ სახიფათო ვითარებაზე

ნახვები: 564 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯასტინ ტრუდოს გავუზიარე უკრაინული შეფასებები რუსეთში გადატრიალების მცდელობაზე, ვისაუბრე ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ სახიფათო ვითარებაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ტელეგრამის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მან მადლობა გადაუხადა ტრუდოს უკრაინაში ვიზიტისთვის და ყველა კანადელს უკრაინელების მხარდაჭერისთვის.

„ვისაუბრეთ ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. გავუზიარე უკრაინული შეფასებები რუსეთში გადატრიალების მცდელობის შესახებ და მის გავლენაზე საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ამასთან, ზელენსკის ცნობით, კანადის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო ზარისას ისაუბრა ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საოკუპაციო ჯარების მიერ შექმნილ სახიფათო ვითარებაზეც.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა