თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

ნახვები: 555 აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ალექსანდრე მოსულიშვილს ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის 70% გაუნადგურდა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია.

„ალექსანდრე მოსულიშვილი ზარალის ანაზღაურების თანხას – 26 500 ლარს სადაზღვევო კომპანია „ალდაგისგან“ მიიღებს. ალექსანდრე მოსულიშვილმა სამ ჰექტრამდე ფართობის დაზღვევის პოლისის შესაძენად 1 328 ლარი გადაიხადა, 70%-იანი თანადაფინანსება (3,100 ლარი) კი სახელმწიფოსგან მიიღო.

„მოვუწოდებ ფერმერებს, დაიჭირონ თადარიგი და დააზღვიონ მოსავალი. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა პირი 70%-იან თანადაფინანსებას იღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის, ვაზზე“, – აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის კოორდინატორმა, იმედა ალხაზიშვილმა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის – 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).

31 მაისიდან 30 ივნისის პერიოდში აგროდაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან კახეთის რეგიონიდან სადაზღვევო კომპანიებში შესულია 4,636 შეტყობინება. დაზიანებული ფართობი 2,6761 ჰექტარს შეადგენს. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მიერ ზარალის დათვლის პროცესი უმოკლეს ვადაში დასრულდება“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა