ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვილნიუსის სამიტი დიდი შანსია, ვაჩვენოთ ნატო-ს სიმამაცე, ვსაუბრობთ მკაფიო სიგნალებზე მიწვევისთვის, ჩვენ გვჭირდება ეს მოტივაცია

ნახვები: 583 ვოლოდიმირ ზელენსკი - ვილნიუსის სამიტი დიდი შანსია, ვაჩვენოთ ნატო-ს სიმამაცე, ვსაუბრობთ მკაფიო სიგნალებზე მიწვევისთვის, ჩვენ გვჭირდება ეს მოტივაცია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ნატო-ს ლიდერებს, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები მომავალ კვირას ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისკენ. ამის შესახებ ზელენსკიმ პრაღაში, ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ზოგი ისევ მოსკოვს უყურებს, ზოგს ეშინია რუსეთის, თუმცა მჯერა, რომ ეს დიდი მომენტია, დიდი შანსია იმისთვის, რომ ვაჩვენოთ მთელი ალიანსის სიმამაცე და სიძლიერე. ჩვენ ვსაუბრობთ მკაფიო სიგნალების, კონკრეტული საკითხების შესახებ მოწვევის მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება ეს მოტივაცია. გვჭირდება გულწრფელობა ჩვენს ურთიერთობაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა კონტრშეტევაზეც. მისი თქმით, მოქმედებები ამ მიმართულებით ნელა, თუმცა ეფექტურად ვითარდება.

„ჩვენ წინ მივიწევთ. ახლა ინიციატივა ჩვენია. შეტევა არ არის სწრაფი, ეს ფაქტია. მიუხედავად ამისა, ჩვენ წინ მივიწევთ და არა უკან, როგორც რუსები. ამიტომ ამას დადებითად ვუყურებ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის შემდეგ ეწვია. მოლაპარაკებები დაგეგმილია პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა