ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

თეა წულუკიანი - კითხვები ისმის პოლონელი ექიმის საქციელთან დაკავშირებით, ვინც გარედან ამ ტიპის შეყვანას ამდენი თვე მხარს უჭერდა, უნდა გასცენ კითხვებს პასუხი, რა მოხდა, რატომ და რა მიზნით

ნახვები: 573 თეა წულუკიანი - კითხვები ისმის პოლონელი ექიმის საქციელთან დაკავშირებით, ვინც გარედან ამ ტიპის შეყვანას ამდენი თვე მხარს უჭერდა, უნდა გასცენ კითხვებს პასუხი, რა მოხდა, რატომ და რა მიზნით

ველოდებით საქართველოში პოლონეთის საელჩოსგან ახსნა-განმარტებას და იმ პოლიტიკოსების მოსაზრებას, რომლებიც დღენიადაგ გვიკიჟინებდნენ, რომ სააკაშვილი სახელმწიფოს მიერ ზიანდება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანის თქმით, კითხვები ისმის პოლონელი ექიმის საქციელთან დაკავშირებით, ვინც გარედან ამ ტიპის შეყვანას ამდენი თვე მხარს უჭერდა, უნდა გასცენ კითხვებს პასუხი, რა მოხდა, რატომ და რა მიზნით.

„აღმოჩნდა და დადასტურდა, რომ სიმართლე ყოფილა, რასაც ჩვენ თვეების მანძილზე ვამბობდით, რომ სააკაშვილს ჩვენი სახელმწიფო კი არა, თვითდაზიანებით არის დაკავებული. მიხარია, რომ გადაწყვიტა, საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო მეტად იზრუნოს. ახლა უკვე გვჭირდება უფრო სერიოზული მიდგომა, როცა საქმე ეხება პატიმარსა და მის ჯანმრთელობას. ეს ტენდენცია, რაც მან თავისით წამოიწყო და იმ სცენარიდან ამოვიდა, რომელიც სააკაშვილს დაუწერეს, რომ არ ჭამო და იქნებ გამოგვაყენებინო შენი თავი პოლიტიკურ ინსტრუმენტად, მან ეს სცენარი თავადვე დაარღვია, რასაც მივესალმები. ახლა უკვე კითხვები ისმის პოლონელი ექიმის საქციელთან დაკავშირებით და ვინც გარედან ამ ტიპის შეყვანას უჭერდნენ ამდენი თვე მხარს, უნდა გასცენ კითხვებს პასუხი, რა მოხდა, რატომ და რა მიზნით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა