„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე
მამუკა გამყრელიძე: „ქართული ოცნების“ PR საკმაოდ ჭკვიანურად და ეფექტურად მუშაობს, ოპოზიციის მხრიდან კი ისევ დილეტანტური „ბლა-ბლა-ბლა“ ისმის

მიხეილ სააკაშვილი - დასავლეთი როდესაც პუტინის შესახებ გავაფრთხილე, უგულებელმყვეს, როგორც არამდგრადი, გამწარებული გიჟი

ნახვები: 589 მიხეილ სააკაშვილი - დასავლეთი როდესაც პუტინის შესახებ გავაფრთხილე, უგულებელმყვეს, როგორც არამდგრადი, გამწარებული გიჟი

დასავლეთი როდესაც პუტინის შესახებ გავაფრთხილე, უგულებელმყვეს, როგორც არამდგრადი, გამწარებული გიჟი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოცემა „თაიმსისთვის“ მიწერილ წერილში საუბრობს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის მიტაცების განზრახვის შესახებ ორი ათწლეულის წინ განაცხადა, თუმცა გაფრთხილებები მისი აგრესიული ტერიტორიული ამბიციების შესახებ დასავლეთმა უგულებელყო.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, პუტინს არ დაუმალავს თავისი გეგმები ტერიტორიების მიტაცებასთან დაკავშირებით, როდესაც ისინი 2004 წელს კრემლში მოლაპარაკებისთვის შეხვდნენ.

„ყველაფერი, რასაც ახლა ის აკეთებს, მეტ-ნაკლებად ჩვენი პირველი შეხვედრისას ცხადყო“, – წერს სააკაშვილი.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, კრემლში გამართული ამ შეხვედრის შემდეგ, ის პუტინთან დაკავშირებული შეშფოთებების გამოსახატად ბერლინში გაემგზავრა, თუმცა გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრედერი ამას არ შეუშფოთებია.

„გასაკვირი არ არის, მან მაშინვე აცნობა ჩემ შესახებ პუტინს“, – წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა