ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობის შესახებ მორიგი დოკუმენტაცია გამოქვეყნდა

20.07.2023 ნახვები: 535

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების საქმიანობის შესახებ მორიგი დოკუმენტაცია გამოქვეყნდა.

28 თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტში მოყვანილია „ჯიპი ინთერნეიშენალის“ (GP International) მიერ საქართველოს ექსპრეზიდენტის შესახებ დასავლური მედიისთვის მომზადებული მასალები.

ლობისტები მათ მიერ მომზადებულ რელიზში წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა საფრთხეშია და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და თავისუფალი ქვეყნის ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მის გასათავისუფლებლად.

„სააკაშვილი ყოველთვის იყო უნივერსალური ადამიანური ღირებულებების დამცველი, დასავლეთისა და შეერთებული შტატების მტკიცე მოკავშირე და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე რუსეთის ჰეგემონიის ძლიერი კრიტიკოსი. როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მან ქვეყანა წარმართა ტრანსფორმაციის გზით, რამაც მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნად აქცია მსოფლიოში, როგორც ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღიარებს“, – ნათქვამია მასალაში, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ საერთაშორისო მედიისთვის მოამზადა.

მედიისთვის მომზადებულ მასალაში ვკითხულობთ, რომ „სააკაშვილი იყო ლიდერი, რომლის დროსაც პირველი მშვიდობიანი საარჩევნო ცვლილება განხორციელდა და 2013 წელს თანამდებობა ქართველი ამომრჩევლის პატივისცემით დატოვა“, ხოლო მის კონკურენტად მოიხსენიებენ ბიძინა ივანიშვილს.

„მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ექსპერტების აზრით, დიდია იმის ალბათობა, რომ სააკაშვილი აწამეს და, შესაძლოა, საქართველოს მთავრობამ მოწამლა კიდევაც, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია კრემლის დიდი გავლენით“, – წერია ლობისტების მიერ მომზადებულ მასალაში.

აღნიშნული მასალა გამოქვეყნებულია 2023 წლის 28 თებერვალს „ნიუ იორკ სანში“ და ავტორად მითითებულია ისრაელის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და საბჭოთა კავშირის ყოფილი პოლიტპატიმარი, უფლებადამცველი ნათან შარანსკი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნებულია ლობისტური კომპანიის მიერ საერთაშორისო მედიისთვის დაკვეთილი სტატიები, რომლებიც მათ მიერ მომზადებული რელიზების საფუძველზე მზადდებოდა. მათ შორის ერთ-ერთია მიხეილ სააკაშვილის სახელით „პოლიტიკოში“ გამოქვეყნებული წერილი, სათაურით „მე ვარ პოლიტპატიმარი საქართველოში და მე ვკვდები“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ლობისტური კომპანიების ანგარიშები, სადაც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული კომპანიების და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არის მოცემული. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს. დოკუმენტში დასახელებულია ის მედიასაშუალებები, რომლებსაც ლობისტური კომპანიები უკავშირდებოდნენ სტატიების მოსამზადებლად. მედიასაშუალებებს შორის დასახელებულია „სიენენი“, „როიტერსი“, „გარდიანი“. ასევე, ჩამოთვლილი არიან კონკრეტული ჟურნალისტები და სხვა პირები, რომელთაც ლობისტური კომპანიები სტატიების მოსამზადებლად უკავშირდებოდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა