წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours

ვუყურებთ რეპრესიებს ექიმებზე, მათი უფლებების დარღვევას - სოფო ჯაფარიძე

ნახვები: 511 ვუყურებთ რეპრესიებს ექიმებზე, მათი უფლებების დარღვევას - სოფო ჯაფარიძე

ვუყურებთ რეპრესიებს ექიმებზე, მათი უფლებების დარღვევას - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სოფო ჯაფარიძემ გააკეთა.

ჯაფარიძე სასწრაფო სამედიცინო ცენტრში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა, სადაც კადრების დეფიციტია და ახლა ვაკანსიების გამოცხადებული, კვალიფიციური კადრები კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ჯაფარიძის შეფასებით, ზეწოლა მოხდა სწორედ იმ სამედიცინო პერსონალზე, რომელმაც კრიტიკული აზრი ხმამაღლა დააფიქსირა.

"წარმოუდგენელია ის მდგომარეობა, რაც დღეს ზოგადად, ჩვენს ჯანდაცვის სისტემაში ხდება. ჩვენ ვუყურებთ ისევ და ისევ, რეპრესიებს ექიმებზე, მათი უფლებების დარღვევას და აუცილებლად უნდა ამოვიღოთ ხმა, რადგან რატომღაც ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სამედიცინო პერსონალი - იქნებიან ექიმებით, ექთნები, სანიტრები, ყოველთვის არიან ყურადღების მიღმა, ყოველთვის ხდება მათზე ზეწოლა, თუ მოითხოვენ ადეკვატურ ხელფასს, სამუშაო გარემოს, ყოველთვის ხდება მათზე მსგავსი ტიპის ზეწოლა. პირველ რიგში, აქ პოაციენტებს ექმნებათ პრობლემა, სამწუხაროდ, ფაქტის წინაშე დავდექით, რომ მათ თურმე კადრების რეზერვი არ გააჩნიათ,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

 

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა