გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირის გაფართოების ფარგლებში ოქტომბერში ევროკომისიისგან დადებით შეფასებას ველოდები

ნახვები: 924 ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირის გაფართოების ფარგლებში ოქტომბერში ევროკომისიისგან დადებით შეფასებას ველოდები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ათენში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. როგორც ზელენსკიმ მოლაპარაკებების შემდეგ დაწერა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული სასურსათო პროდუქციის ექსპორტი და ტრანზიტი 15 სექტემბრიდან სრულად აღდგეს.

„გამოვხატე მადლიერება მისი ძალისხმევისთვის, უკრაინის სურსათის ექსპორტისა და ტრანზიტის ნორმალიზებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია 15 სექტემბრიდან მათი სრული აღდგენა“, – დაწერა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ელოდება ევროკომისიისგან ოქტომბერში დადებით შეფასებას ევროკავშირის გაფართოების ფარგლებში. ზელენსკის თქმით, ის ასევე ელოდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას წევრობის შესახებ მოლაპარაკებების 2023 წლის ბოლომდე დასაწყებად.

გარდა ამისა, ზელენსკის განცხადებით, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას მხარეებმა მოახდინეს პოზიციების კოორდინირება მშვიდობის ფორმულასთან.

ცნობისთვის, ათენში დასავლეთ ბალკანეთის არაფორმალური სამიტი იმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა