კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს

ნახვები: 511 ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს

1-ელი სექტემბრიდან ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი ფართოვდება. კერძოდ, კორუფციის პრევენციას ორი მიმართულება ემატება: თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების რეგისტრაცია-მონიტორინგი და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.

დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, ჩატარდება სამუშაოები მათი აღმოფხვრის, სამომავლოდ პრევენციის და განმეორების შემთხვევაში, რეაგირების კუთხით.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მე-4 რეკომენდაციის ფარგლებში შეიქმნა. ამასთან, კორუფციასთან ბრძოლაში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებისა და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა