War update: 196 combat engagements on frontline in past day as Russian pressure intensifies on Pokrovsk, Kostiantynivka axe
Russia loses another 1,400 troops in war against Ukraine in past 24 hours
Russian ballistic missile attack on Kyiv kills one, injures 10 and damages medical facilities and school
Melania Trump’s chief adviser: Russia pledges to respect Oleshky residents’ evacuation choices
Zelensky enacts NSDC decision on national security strategy
Russia expanding recruitment of African mercenaries amid heavy losses in Ukraine war – Bloomberg
Partisans gather intelligence on security at substation in Russian-occupied Dzhankoi
რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავებულთა შორის სტუდენტებიც არიან

ალეკო ელისაშვილი - კი ბატონო, დავუჭერ მხარს პრემიერის იმპიჩმენტს, მაგრამ რომ არ გამოვა ეს იმპიჩმენტი?

ნახვები: 497 ალეკო ელისაშვილი - კი ბატონო, დავუჭერ მხარს პრემიერის იმპიჩმენტს, მაგრამ რომ არ გამოვა ეს იმპიჩმენტი?

„ქართული ოცნების“ დეპუტატების იმედზე ვართ, რომ საკუთარი პრემიერის წინააღმდეგ ხმას მისცემენ? - კი ბატონო, დავუჭერ მხარს იმპიჩმენტს, მაგრამ რომ არ გამოვა ეს იმპიჩმენტი?- ასე ეხმიანება „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“ ინიციატივას პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის თაობაზე.

ელისაშვილის შეფასებით, ინიციატივა არასერიოზულია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, ღარიბაშვილი პარლამენტში მოიწვიონ და ჩარტერის თაობაზე კითხვები დაუსვან.

„როცა იცი, რომ საკმარისი ხმები არ გვაქვს, ამ პროცესის დაწყებას უბრალოდ რა აზრი აქვს?! როცა ძლივს 50 ხმა გვაქვს ოპოზიციაში და ამ საქმეს 76 ხმა სჭირდება, „ქართული ოცნების“ დეპუტატების იმედზე ვართ, რომ საკუთარი პრემიერის წინააღმდეგ ხმას მისცემენ, თუ რას ემსახურება ეს არასერიოზული რამ, ვერ ვხვდები! ამის ნაცვლად, სწორი იქნება დავიბაროთ ღარიბაშვილი პარლამენტში და ის კითხვები დავუსვათ, რაც ხალხს აქვს, თუ რანაირად მოხდა ეს პენსილვანიაში გასეირნება. კი ბატონო, დავუჭერ მხარს იმპიჩმენტს, მაგრამ რომ არ გამოვა ეს იმპიჩმენტი? წინასწარ წაგებულ თამაშში რატომ შევდივართ, ამას ვერ ვხვდები,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა