კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლანჩხუთში, სტიქიის ზონაში ტექნიკა აქტიურად აგრძელებს მუშაობას და სავარაუდოდ ხვალიდან დროებითი ხიდების მოწყობა დაიწყება

ნახვები: 512 ლანჩხუთში, სტიქიის ზონაში ტექნიკა აქტიურად აგრძელებს მუშაობას და სავარაუდოდ ხვალიდან დროებითი ხიდების მოწყობა დაიწყება

ტექნიკა აქტიურად აგრძელებს მუშაობას და სავარაუდოდ ხვალიდან დროებითი ხიდების მოწყობას დავიწყებთ, – ამის შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტიდან 220-მდე ადამიანია გამოყვანილი. მერის განცხადებით, სოფელი წიაღობანი მოსახლეობისგან სრულად დაცლილია. როგორც მან აღნიშნა, წყალმომარაგების აღდგენაზე, ასევე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით შესაბამისი კომპანიები მუშაობენ.

„ტექნიკა მუშაობს აგრძელებს და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სავარაუდოდ ხვალიდან დროებითი ხიდების მოწყობას დავიწყებთ. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ორი სოფელი წიაღობანი და კოკათი, წიაღობანიდან მოსახლეობა საერთოდ გაყვანილია, ხოლო კოკათში ტექნიკა დანიშნულების ადგილამდე ვერ შიდის, რადგან გეოლოგებმა ამ ეტაპზე თავის შეკავებისკენ მოგვიწოდეს, როგორც მათ გვითხრეს, ადგილი არ არის მდგრადი, შესაძლოა, მთა ისევ ჩამოწვეს და მეწყრული პროცესი განვითარდეს. საერთო ჯამში ელექტროენერგია 100 აბონენტს არ მიეწოდება. რაც შეეხება გაზმომარაგებას, სავარაუდოდ ხვალ ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგება. დარჩება ორი-სამი ოჯახი მხოლოდ, სადაც გაზის მილი ფიზიკურად ვერ გადავა, ვიდრე აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარდება. ქალაქში წყალმომარაგება აღდგენილია, ხოლო სოფლებში ფიზიკურად ვერ ვახერხებთ, რადგან ყველა წყალსაცავი დამარხულია. სტიქიის ზონაში ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან ჯამში 220 ადამიანია გაყვანილი“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა