ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

კახა კალაძე - „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ადამიანი იყო, რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, ის სისტემაში წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა

ნახვები: 583 კახა კალაძე - „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ადამიანი იყო, რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, ის სისტემაში წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა

პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა. მსგავსი აქამდე არაფერი ყოფილა, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აშშ-ს მხრიდან ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთთან მიმართებით სანქციების გვერდის ავლისთვის არ იყოს გამოყენებული.

„მოვისმინეთ დღეს განცხადებები მოკვლევასთან დაკავშირებით. იცით, რომ ჩვენ სანქციებს არ ვუერთდებით, თუმცა ყოველთვის ვითვალისწინებთ იმას, რომ სანქციები, რომელიც დაწესებულია რუსეთის, მოქალაქეების წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა უხერხულობას ხელისუფლება იმის გამო, რომ ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი იყო, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ფარცხალაძე დიდი ხანია საჯარო სამსახურში აღარ არის.

„ქართულ ოცნებაში“ ბევრი ადამიანი იყო. რაც შეეხება კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძეს, ის წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა სისტემაში. 9 თუ 10 წელია, ზუსტად არ მახსოვს, არ საქმიანობს საჯარო სამსახურში, დაკავებულია თავისი კერძო საქმიანობით და ბიზნესებით. ვისაც ყველაზე მეტი გავლება აქვს ხელისუფლებაზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა“, -განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა