გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

ფულვიო კოლოვატი: "კვარას" და ოსიმენს 3-4 თამაშით სათადარიგოთა შორის დავტოვებდი - ქართველი კრიტიკის ეპიცენტრი ხდება

ნახვები: 475 ფულვიო კოლოვატი: "კვარას" და ოსიმენს 3-4 თამაშით სათადარიგოთა შორის დავტოვებდი - ქართველი კრიტიკის ეპიცენტრი ხდება
მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონმა ფულვიო კოლოვატიმ ამ სეზონში "ნაპოლის" წარუმატებელ სტარტზე Televomero-სთან ინტერვიუში ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შეცვლებისას უკმაყოფილების გამოხატვის გამო გააკრიტიკა:

 

"რუდი გარსიას ჩემპიონატზე კარგი დასაწყისი არ გამოუვიდა. სიტუაციას ზოგიერთი ფეხბურთელის ნერვიული მდგომარეობა ართულებს. როდესაც ორი თვის წინ "ნაპოლის" ახალი მწვრთნელის არჩევა მოუწია, გასაგები იყო, რომ ლუჩანო სპალეტის ნებისმიერი მემკვიდრე სირთულეებს გადააწყდებოდა. გასულ სეზონში სკუდეტო 16 ქულის უპირატესობით მოიგეს. ეს რაღაც ისტორიული და განუმეორებელი იყო.

 

"კვარას" და ოსიმენს იმის გამო, როგორც მოიქცნენ, 3-4 თამაშით სათადარიგოთა შორის დავტოვებდი. როგორ ბედავენ გარსიას არჩევანის განხილვას? მწვრთნელს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა, შემდეგ კი შეცდომის შემთხვევაში პასუხისმგებელი იქნება.

 

ანგისაც არაა ფორმაში, ხოლო ლობოტკა მოედანზე დადის, არის მოტივაციის პრობლემა და ზოგიერთ ფეხბურთელს ინდივიდუალობის გამოვლინება მართებს. მწვრთნელს თავისი ვალდებულებები გააჩნია, მაგრამ ისეთმა ელემენტებმა, როგორიც ოსიმენი და კვარაცხელია არიან, გადაცემათა კოლოფი უნდა გადართონ".
 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა