გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

ანალენა ბერბოკი - ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, გერმანია უკრაინის მხარდაჭერისგან შინაგან დაღლილობას არ გრძნობს

ნახვები: 476 ანალენა ბერბოკი - ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, გერმანია უკრაინის მხარდაჭერისგან შინაგან დაღლილობას არ გრძნობს

ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, გერმანია უკრაინის მხარდაჭერისგან შინაგან დაღლილობას არ გრძნობს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა „სიენენს“ განუცხადა.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა გერმანია „უკრაინისგან დაღლას“ ეკონომიკური პრობლემების ფონზე, მინისტრმა უპასუხა, რომ „არა“.

„ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, ამიტომ, ყველას თავისი შეხედულება აქვს სამყაროს შესახებ, მაგრამ თავიდანვე, გერმანელებისა და ევროპელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კარგად გააცნობიერა, რომ ჩვენ შეიძლებოდა, ვყოფილიყავით უკრაინელების ადგილას“, – განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ბერბოკის თქმით, გერმანიაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მაღალი ინფლაცია იყო, ხოლო გერმანიის ეკონომიკა უკიდურესად იყო დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე.

„ასეთ დროს, თქვენ უნდა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროთ უკრაინას, მსოფლიოს, მაგრამ თქვენ უნდა აუხსნათ ხალხს, რატომ უნდა გააკეთოთ ეს. ასევე, თქვენ უნდა იმუშაოთ სხვა სოციალურ პროგრამებზე, რათა თავიდან აიცილოთ უარყოფითი შედეგები ხალხსა და ოჯახებზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა