ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

"ვისაც უნდა, რომ ჰქონდეს იარაღი, ჰქონდეს" - ძალადობრივი "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელი მიმოწერის ავთენტურობას ადასტურებს

ნახვები: 672 "ვისაც უნდა, რომ ჰქონდეს იარაღი, ჰქონდეს" - ძალადობრივი "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელი მიმოწერის ავთენტურობას ადასტურებს

„ალტ ინფო“ ისევ იმუქრება - პრორუსული დაჯგუფების წევრები პრობლემას ვერც იარაღის მობილიზებაში ხედავენ და ამ საქმეზე ვერც გამოძიების დაწყების აუცილებლობას მიიჩნევენ გონივრულ გადაწყვეტილებად. 

ხელისუფლების მხარდამჭერი პრორუსული დაჯგუფება აღირებს, რომ ანგარიშების დაბლოკვით პრობლემა შეექმნათ, თუმცა მცირე, რადგან ისინი მასობრივი არეულობისთვის თანხის მობილიზებას სხვა გზებით შეძლებენ.

ძალადობრივი "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელი ტელეგრამ არხზე მიმოწერის ავთენტურობას ადასტურებს, სადაც ძალადობრივი ჯგუფის წევრები მასობრივ არეულობას და იარაღით დაპირისპირებას გეგმავენ.

"პოლიტიკური შეხედულებების გამო ბანკები აძლევენ თავს იმის უფლებას, რომ შეუჩერონ მოქალაქეს მომსახურება. რა თქმა უნდა, უფრო რთული იქნება, ბანკების გაჩერების გამო, გაძნელდება, ვინც შორს არის ისეთი ადამიანისგან თანხის გადმოცემა, ნუ სხვა გზა არ არის, თუნდაც "ქეშად" მოიტანენ.

(ჟურნალისტის კითხვა: რამდენად კანონიერია?) პოლიტიკური პარტიისთვის არ ვაგროვებთ ამ ფულს, ამ ფულს ვაგროვებთ იმისთვის, რომ საქართველოში შეიარაღებული გადატრიალება, რომელიც დაგეგმილია კოლექტიური პროდასავლური ოპოზიციის მიერ, ხალხს არ უნდა, რომ შეიარაღებული გადატრიალება მოჰყვეს. 

დაკითხვაზე არ დაუბარებიათ, იმიტომ, რომ საერთოდ გამოძიება იწყება მაშინ, როცა დანაშაული ხდება.

ვკითხულობ და არაფერი დარღვევა არ არის. იარაღზე არ შეიძლება ლაპარაკი? ვისაც უნდა, რომ ჰქონდეს იარაღი, ჰქონდეს, არ არის პრობლემა,“ - ამბობს მარტინენკო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა