War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky
Politico: ნატო-ში შიშობენ, რომ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემთხვევაში ტრამპმა შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანა დააჩქაროს
ტრამპი: თუ დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გავხდე

გადადგომის საფუძვლები გაწერილია კანონმდებლობაში, ვიცავ კონსტიტუციას - თურნავა პრეზიდენტს პასუხობს

ნახვები: 613 გადადგომის საფუძვლები გაწერილია კანონმდებლობაში, ვიცავ კონსტიტუციას - თურნავა პრეზიდენტს პასუხობს

ნათია თურნავა პრეზიდენტს პასუხობს. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა სებ-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს გადადგომისკენ მოუწოდა, დღეს ნათია თურნავა ამბობს, რომ სებ-იდან წასვლას არ გეგმავს. თურნავას თქმით, გადადგომის საფუძვლები კანონშია გაწერილი, ის კი იცავს კანონმდებლობას და კონსტიტუციას.

თურნავა თქმით მასზე ზეწოლა მიმდინარეობს,  რასაც ყურადღებას არ აქცევს.

"მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ვუპასუხო ქალბატონ პრეზიდენტს. ქალბატონი პრეზიდენტი არის პოლიტიკოსი, მე დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს როგორც კონსტიტუციურ ინსტიტუტს, მე თვითონაც წარმოვადგენ ეროვნულ ბანკს, როგორც კონსტიტუციურ ინსტიტუტს და არ არის ეს ჩემი მანდატი და ამოცანა, რომ შეფასება გავაკეთო ამა თუ იმ პოლიტიკოსის და მით უფრო პრეზიდენტის განცხადებაზე. მე თავს შევიკავებ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომის საფუძვლები გაწერილია ჩვენს კანონმდებლობაში. ეს არის კონსტიტუციის და კანონის დარღვევა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვიცავ კონსტიტუციას და საქართველოს კანონმდებლობას, ამიტომ ეს არის ზეწოლის მაგალითები, რომელსაც მე არ ვაქცევ ყურადღებას", - განაცხადა თურნავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა