War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky
Politico: ნატო-ში შიშობენ, რომ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემთხვევაში ტრამპმა შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანა დააჩქაროს
ტრამპი: თუ დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გავხდე

გია ვოლსკი - ეროვნული ბანკის სისტემის ჩამონგრევა იყო მთავარი ამოცანა, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მიზნად ისახავდა

ნახვები: 464 გია ვოლსკი - ეროვნული ბანკის სისტემის ჩამონგრევა იყო მთავარი ამოცანა, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მიზნად ისახავდა

ზუსტად ვიცოდით, რომ ეროვნული ბანკის სისტემის ჩამონგრევა იყო მთავარი ამოცანა, რომელსაც ისახავდა მიზნად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამას ვერ მიაღწიეს, ახლა ამოქექეს ძველი თემა, რომელიც არ არის დაკავშირებული ბოლო პროცესებთან, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა გია ვოლსკიმ ინფორმაცია, რომელიც ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში დაადასტურა, იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერებულია.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე დაყრდნობით, გია ვოლსკიმ იმედი გამოთქვა, რომ სავალუტო ფონდი პროგრამას პროგრამას განაახლებს, თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიზანი ეს არ არის, მათი მიზანია „პანიკური სიტუაციის შენარჩუნება“.

„საფინანსო სექტორზე, კონკრეტულად ეროვნულ ბანკზე შეტევა იყო აბსოლუტურად თვალხილული, თვალსაჩინო და ზუსტად ვიცოდით, რომ ეროვნული ბანკის სისტემის ჩამონგრევა იყო მთავარი ამოცანა, რომელსაც ისახავდა მიზნად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამას ვერ მიაღწიეს, ახლა ამოქექეს ძველი თემა, რომელიც არ არის დაკავშირებული ბოლო პროცესებთან. რა საკვირველია, არ არის სასიამოვნო, როდესაც ეს თანამშრომლობა არ ვითარდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, გარკვეულ პერიოდში ეს თანამშრომლობა აღდგენილ იქნება, მაგრამ ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის ამოცანა ეს არ არის. ისინი ფიქრობენ, რომ საჭიროა ამ პანიკური სიტუაციის შენარჩუნება, რათა იქნებ უფრო მტკივნეული დარტყმა მიაყენონ ინფლაციის პროცესს, ვალუტის კურსს, ეს არის ამოცანა. საერთოდ, უნდა ერთიანდებოდეს ოპოზიციაც, უმრავლესობაც, როდესაც ქვეყანას რაიმე ემუქრება. არც ერთი მოვლენა, არც დღევანდელი დღე, 27 სექტემბერი, არაფერი, არ გამოდგა იმის სიმბოლოდ, რომ გაერთიანებულიყო მთელი საზოგადოება საქართველოს ინტერესებისთვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა