War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky
Politico: ნატო-ში შიშობენ, რომ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემთხვევაში ტრამპმა შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანა დააჩქაროს
ტრამპი: თუ დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გავხდე

კახა კალაძე - პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციასთან შეხვედრებზე მუშაობა მიდის იმაზე, რომ არ მოხდეს იმპიჩმენტის მხარდაჭერა

ნახვები: 439 კახა კალაძე - პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციასთან შეხვედრებზე მუშაობა მიდის იმაზე, რომ არ მოხდეს იმპიჩმენტის მხარდაჭერა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს არა კანდიდატის სტატუსის ირგვლივ მიმდინარე პროცესების გამო ხვდება, არამედ იმ მიზნით, რომ პარლამენტში მათ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირონ.

კალაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდეს, მაგრამ ამასთან, მისი შეფასებით, ეს მას „დღევანდელ მოცემულობაში ძალიან რთულად ეჩვენება“.

„რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, თავიდანვე გაჟღერებული იყო, რომ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა დღევანდელ მოცემულობაში ძალიან რთული იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარემ თავიდანვე ისაუბრა, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის, ვნახოთ და დაველოდოთ, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული პარლამენტში დეპუტატების მხრიდან.

რაც შეეხება მის ვოიაჟს, იცით, რომ ეს არის ჩვეულებრივად კონსტიტუციის დარღვევა, სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს.

რეალურად მუშაობა მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ მხარდაჭერა არ მოხდეს იმპიჩმენტის განხილვისას, როდესაც პარლამენტში იქნება, თუმცა ეს ყველაფერი შეფუთულია იმით, თითქოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

ჩვენ ვმუშაობთ ქართველ ხალხთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან. რაც შეეხება დეპუტატებს, ეს თავად მათი გადასაწყვეტია, თუ ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იმპიჩმენტთან მიმართებით“, -აღნიშნა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა