War update: 196 combat engagements on frontline in past day as Russian pressure intensifies on Pokrovsk, Kostiantynivka axe
Russia loses another 1,400 troops in war against Ukraine in past 24 hours
Russian ballistic missile attack on Kyiv kills one, injures 10 and damages medical facilities and school
Melania Trump’s chief adviser: Russia pledges to respect Oleshky residents’ evacuation choices
Zelensky enacts NSDC decision on national security strategy
Russia expanding recruitment of African mercenaries amid heavy losses in Ukraine war – Bloomberg
Partisans gather intelligence on security at substation in Russian-occupied Dzhankoi
რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავებულთა შორის სტუდენტებიც არიან

გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ ეშინია ხალხის, ეშინია პროტესტის და იმ უამრავი ადამიანის, რომელსაც ქვეყნის ძარცვა ყელში ამოუვიდა

ნახვები: 497 გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ ეშინია ხალხის, ეშინია პროტესტის და იმ უამრავი ადამიანის, რომელსაც ქვეყნის ძარცვა ყელში ამოუვიდა

„ქართულ ოცნებას“ ეშინია ხალხის, ეშინია პროტესტის და იმ უამრავი ადამიანის, რომელსაც ყელში ამოუვიდა ქვეყნის ძარცვა და ის, რომ ფარცხალაძეს იცავენ, - ამის გამო ხდება ეს ყველაფერი,- ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების თაობაზე მმართველი გუნდის მიერ ცვლილებების ინიცირებას.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად საქართველო ევროკავშირის წევრობას ვერ ეღირსება.

„მარტო „სტრატეგია აღმაშენებელი“, დაახლოებით, 200 ათასი ლარითაა დაჯარიმებული სხვადასხვა კამპანიისთვის - ხელმოწერების შეგროვებისთვის, მეტროებთან კამპანიისთვის. ოღონდ, „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმში იგივე რომ გააკეთა, ეს ჯარიმა არ გამოუწერეს. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ამიტომ ამბობს ევროკავშირი - ჩამოაყალიბეთ დემოკრატიული წყობილება და გახდებით ევროკავშირის წევრი. ამას ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვერ ვეღირსებით“,- განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება სუს-ში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, ვაშაძე აღნიშნულ საქმეს „ცრუ განგაშს“ უწოდებს.

„სუს-ი რატომ იცავს რუსეთის აგენტ ფარცხალაძეს, რატომ არ გამოიკითხა? რა სერბეთიდან ჩამოსული მოქალაქეები, რას ეძებენ? რატომ არ გამოკითხეს და დააკავეს ფარცხალაძე? ესაა კითხვა, რაც სუს-ს უნდა დაუსვათ და არა იმ ცრუ განგაშებზე, რასაც ისინი ტეხენ“,- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა