ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ხატია დეკანოიძე - მერწმუნეთ, ბევრი ხალხი რომ დადგება გარეთ, იმ 5 000-ლარიანი ჯარიმის არავის შეეშინდება

ნახვები: 574 ხატია დეკანოიძე - მერწმუნეთ, ბევრი ხალხი რომ დადგება გარეთ, იმ 5 000-ლარიანი ჯარიმის არავის შეეშინდება

თქვენთვის მთავარია ერთი რამ, იყოთ კომფორტში და ეს კომფორტი დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი არის უკმაყოფილო, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობას, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ.

მან აღნიშნა, რომ არადემოკრატიულ ხელისუფლებას ყოველთვის აქვს შიში.

„მესმის ეს შიში გასაგებია. რაღაც შიში გაქვთ იმიტომ, რომ როდესაც არადემოკრატიულია ხელისუფლება, ყოველთვის აქვს მანიფესტაციების, გამოხატვის თავისუფლების შიში. ყველა ქვეყანაში ასე იყო, უკრაინაში, მოლდოვაშიც, კანონებს იღებდნენ, წერდნენ, რაღაც კონსტრუქციებზე, კარვებზეც იყო საუბარი, მაგრამ არადემოკრატიულ ხელისუფლებას არაფერმა უშველა. ერთი შემთხვევა მინდა გითხრათ, კონსტრუქციებზე კი არა, საქართველოს ტერიტორიაზე, პარლამენტის წინ რუსეთის მოქალაქე დგას დღეების განმავლობაში, რომელსაც გაურკვეველია, რა უდევს ჩანთაში. სანამ პოლიციას არ გამოიძახებ, შიგნით შემოდის შენობაში. ამ დროს, თქვენ გეშინიათ ადამიანების, რომელმაც ხელში ბანერი შეიძლება დაიჭიროს. თქვენი მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ კანონში რაღაცას ჩაწერთ, ეს კანონები ხშირ შემთხვევაში არაფერი არის. ბევრი ხალხი რომ დადგება გარეთ, მერწმუნეთ, იმ 5 000-ლარიანი ჯარიმის არავის შეეშინდება. თქვენი მთავარი პრობლემა არის ზუსტად ის სტანდარტი, რა სტანდარტითაც მოდიხართ. არადემოკრატიულ ხელისუფლებებს ნებისმიერი გამოხატვის თავისუფლების ეშინიათ. არადემოკრატიულ ხელისუფლებებს ეშინიათ ადამიანების, რომლებიც შეიძლება ბანერით ხელში იყვნენ, შეიძლება ეს ადამიანიც დააპატიმროთ. კარგად იცით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, ამ კანონს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. თქვენთვის მთავარია ერთი რამ, იყოთ კომფორტში და ეს კომფორტი დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი არის უკმაყოფილო. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ კანონში რას ჩაწერთ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა