კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - თუ ვენეციის კომისია გულისხმობს, რომ იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილებები ორმაგი 2/3-ით მიიღებოდეს, ეს ჩიხში შემყვანი ფორმულაა

ნახვები: 512 გია ვოლსკი - თუ ვენეციის კომისია გულისხმობს, რომ იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილებები ორმაგი 2/3-ით მიიღებოდეს, ეს ჩიხში შემყვანი ფორმულაა

თუ ვენეციის კომისია გულისხმობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებები ორმაგი 2/3-ით მიიღებოდეს, ეს ჩიხში შემყვანი ფორმულაა, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ვენეციის კომისიის დასკვნას სასამართლო რეფორმაზე.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღების მსგავსი მექანიზმი "გადაწყვეტილებების ვერ მიღების ფორმულაა", თუმცა, ამ საკითხზე გუნდში მსჯელობა შედგება და საერთო პოზიციასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება.

"უახლოეს პერიოდში შეიძლება განცხადება გაკეთდეს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და ჩვენი გუნდი ამ საკითხებზე მუშაობს. რაიმე ფაქტი, რომ სასამართლოში არსებობს პოლიტიკური მიკერძოება, ან არ არსებობს ნეიტრალური პოზიცია ან პროფესიონალიზმი, ასეთი მოსაზრება არსად წერია, არავის უთქვამს. კიდევ უფრო მეტიც, საქართველოს სასამართლო, მართლმსაჯულება რეიტინგებში არის მოწინავე პოზიციებზე, ყოველთვის იყო მსოფლიოშიც, ევროპაშიც და ნატოს და ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს წინ. შენიშვნები ჯერჯერობით გუნდში არ განხილულა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი რეფორმაა განხორციელებული, კიდევ ინიცირებულია არაერთი, ამ საკითხებთან დაკავშირებით, რას გულისხმობს ვენეციის კომისია, ჩემთვის ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ თუკი ეს იმას გულისხმობს ისევ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყოს გადაწყვეტილებების მიღების ის მექანიზმი, ფორმულა, როცა ნაწილი 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას, მეორე ნაწილიც 2/3- ით და ესენი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს, (ორმაგი 2/3 - ით ხდება გადაწყვეტილების მიღება), მე პირადად ჩემი მხრიდან ვაცხადებ, რომ ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოში გადაწყვეტილებების ვერ მიღების ფორმულა, თუ ამაზეა საუბარი. მე ჩემ პოზიციას ვამბობ ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ჩიხში შემყვანი ფორმულა, მაგრამ ამ თემაზე იქნება მსჯელობა და ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ.

მე მიმაჩნია, რომ ეს ფორმულა არ იმუშავებს, ჩვენ გვინდა ქმედითი სასამართლო და არა ჩიხში შემყვანი ფორმულირებები,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, ვენეციის კომისიამ საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში განხილულია ის რეკომენდაციები, რომლებიც შესრულდა, არ შესრულდა ან ნაწილობრივ შესრულდა. ვენეციის კომისია მიესალმება 2023 წლის ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ისევე როგორც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ წინა რეკომენდაციების ნაწილი ჯერ არ შესრულებულა.

ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, აუცილებელია შესრულდეს პირველი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას გულისხმობს, რომლის მსგავსი მოთხოვნა აქვს ევროკავშირის კომისიასაც თავის დასკვნაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა ნიშნავს იმას, რომ გადაიხედოს მისი ფუნქციები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი და წევრთა არჩევის წესი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა