საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors

ჰამასი რამდენიმე საათში დაიწყებს ადამიანთა წამების და დახოცვის ვიდეოების/ფოტოების გავრცელებას, მოარიდეთ ბავშვები სოც-ქსელებს“ - ლაშა შაყულაშვილი

11.10.2023 ნახვები: 553

„დილა მშვიდობისა ომის მეხუთე დღიდან. გთავაზობთ უახლეს ინფორმაციას; არავითარი ანალიტიკა აქ არ არის, მხოლოდ ფაქტები:

- დღეს, 11 ოქტომბერს, ჩრდილოეთ ისრაელში, დაკრძალავენ 25 წლის რახელს, წარმოშობით სოხუმელ ქართველ ებრაელ გოგონას, რომელიც ტერორისტებმა მხეცურად მოკლეს და მისი ფოტო ფეისბუქზე ატვირთეს. יהי זכרה ברוך.

- ჰამასის ტერორისტთა მიერ საკუთარ სახლებში, ბუნებაში და ქუჩებში მოკლულ ისრაელელთა რაოდენობა შეადგენს 1200 ადამიანს; მოკლულია უცხო ქვეყნის უამრავი მოქალაქე;

- ისრაელის მიმართულებით, გარდა ლიბანის სამხრეთისა, ისროლეს სიირიის ტერიტორიიდანაც, მაგრამ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF)/ცაჰალმა შეტევა სრულად გაანეიტრალა. ამ ეტაპზე, ისრაელის სრულ ტერიტორიაზე, ნასროლია 5000-მდე რაკეტა; 

- ისრაელი მუდმივად მოუწოდებს ღაზას მოსახლეობას იმ წერტილების/შენობების დატოვებისაკენ, სადაც შესაძლოა ჰამასის ოფისები ან ტერორისტები შეიძლება იყვნენ გამაგრებულნი. უკვე რამდენიმე დღეა რაც ცაჰალი ბომბავს ღაზას სექტორის ამ წერტილებს/შენობებს და არის მსხვერპლი. UNWRA-ს (გაეროს დახმარების სააგენტო ახლო აღმოსავლეთში პალესტინელი ლტოლვილებისათვის) დაქვემდებარებაში არსებულ შენობებში, ღაზას სექტორში, ამ წუთისათვის შეფარებულია 200, 000 მშვიდობიანი პირი;

- ისრაელმა ოფიციალურად ნება დართო ყველა უცხოურ მედიას, რათა ცაჰალის მიერ გათავისუფლებულ დასახლებებში მათთან ერთად შევიდნენ და თავად ნახონ/გადაიღონ საკუთარ სახლში მხეცურად მოკლული ადამიანები. ისრაელი აპირებს რომ მსოფლიომ რაც შეიძლება მკაფიოდ დაინახოს და გაიგოს ის სასაკლაო, რაც აქ ტერორისტებმა მოაწყვეს. სახლებში დაყენებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს და გადაიღეს ამ სახლის მაცხოვრებელთა დახოცვის კადრები;

- აქვე, კიდევ ერთი თხოვნა ქართულენოვან მედიას - ნუ იყენებთ იმ ტერმინოლოგიას, რომელსაც არ იყენებს ისრაელის სახელმწიფო ამ ომის მსვლელობისას. ეს არის ისრაელის ომი ჰამასის ტერორისტების წინააღმდეგ და არა პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ; ისრაელი არ ებრძვის არც ისლამს და არც პალესტინელ ხალხს - ამაზე სახელმწიფო დონეზე გაკეთდა განცხადებები და გადმოიცა პირდაპირ ეთერში;

- რამდენიმე წუთის წინ ისრაელის სახელმწიფომ გაავრცელა განცხადება, რომ ჰამასი რამდენიმე საათში დაიწყებს ადამიანთა წამების და დახოცვის ვიდეოების/ფოტოების გავრცელებას სოციალურ მედიაში. გთხოვთ, განსაკუთრებით ისრაელში მცხოვრებლებმა, ბავშვები მოარიდეთ სოციალურ ქსელებს“,

- წერს ლაშა შაყულაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა