კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სახალხო დამცველმა OSCE/ODIHR-ს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სამართლებრივი შეფასების წარმოდგენა სთხოვა

ნახვები: 512 სახალხო დამცველმა OSCE/ODIHR-ს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სამართლებრივი შეფასების წარმოდგენა სთხოვა

18 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სამართლებრივი შეფასების წარმოდგენა სთხოვა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, წერილში საქართველოს სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ კანონპროექტით სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.

„დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა განცხადება 2023 წლის 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად აქვს განხილული კანონპროექტის არსი და ის ზიანი, რაც მისი დამტკიცების შემთხვევაში, შეიძლება მიადგეს შეკრება-მანიფესტაციის უფლების კონსტიტუციურ სტანდარტს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა