გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

გიორგი ტყემალაძე - მიზეზი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტისთვის იყენებს არასწორია

ნახვები: 499 გიორგი ტყემალაძე - მიზეზი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტისთვის იყენებს არასწორია

ყველანაირი ბოიკოტი, რა თქმა უნდა, მართებული არ არის. ჩვენ საკრებულოს სხდომაზე ვიღებთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ეხება. აქ ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვანია და კარგი იქნება თუ ისინი საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიზეზი, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტისთვის იყენებს, არასწორია და არ შეიძლება, რომ გამოძიების გარეშე ვინმეს ბრალი დასდონ.

„რაც შეეხება მიზეზს, მინდა ძალიან მარტივად ვთქვა. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ყველანაირი და ყველას მიმართ ძალადობა მიუღებელია. ეს ჩვენ და ჩვენს ხელისუფლებას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ყველა ძალადობის მიმართ გამოძიება არის ადეკვატური და ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ასე იქნება. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ის ბრალდებები, რომელიც ისმის მომხდარი ფაქტის პირველივე წუთებიდან, რა თქმა უნდა, არასწორია, არ შეიძლება გამოძიების გარეშე ბრალი დასდო ვინმეს, რომ რაღაც დანაშაული აქვს ჩადენილი”, - განაცხადა ტყემალაძემ.

ამასთან, გიორგი ტყემალაძემ ირაკლი ეძგვერაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„ასევე მინდა ვთქვა და მოვუწოდო ჩვენს კოლეგა ირაკლი ეძგვერაძეს, რომ კარგი იქნება თუ ის თვითონ ითანამშრომლებს გამოძიებასთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი თანამშრომლობა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს გამოძიებას იმისათვის, რომ მოკლე ვადებში გაეცეს ყველა კითხვას პასუხი”,- აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა