ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი-CIIC იწყებს პროექტს „თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის“

ნახვები: 587 სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი-CIIC იწყებს პროექტს „თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის“

 3 ნოემბერს 15.00 საათზე სასტუმრო ჰილტონში (ილია ჭავჭავაძის 64ა) „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი“ აწყობს შეხვედრას თემაზე: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში.

სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი-CIIC იწყებს პროექტს „თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის“.

პროექტის მიზანია წინასაარჩევნო პერიოდში ხელი შევუწყოთ პოლიტიკურ სუბიექტებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების საკითხში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების სწორად გააზრებასა და კვლაფიციური ხედვების ჩამოყალიბებაში. პროექტის ფარგლებში რეგულარულად გაიმართება შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებსა და საექსპერტო საზოგადოებას შორის ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის, თვითმმართველობის, სასამართლო და საარჩევნო სისტემის, განათლების, კულტურის, ეკონომიკის, რელიგიის პოლიტიკის და სახელწიფოს მართვის სხვა აქტუალურ საკითხებზე.

სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი დისკუსიათა ანალიზის შედეგებს სარეკომენდაციო სახით გადასცემს პოლიტიკურ სუბიექტებს საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბების მიზნით.

პირველი შეხვედრა გაიმართება 3 ნოემბერს 15.00 საათზე სასტუმრო ჰილტონში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის 64ა). შეხვედრის თემაა: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში - შავი ზღვა, სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი. შეხვედრას დაესწრებიან საპარლამენტო პარტიების ლიდერები, საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა