კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი - აშშ-ისა და ჩინეთის სრული გამიჯვნა ეკონომიკურად დამღუპველი იქნება როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მსოფლიოსთვის

ნახვები: 512 აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი - აშშ-ისა და ჩინეთის სრული გამიჯვნა ეკონომიკურად დამღუპველი იქნება როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მსოფლიოსთვის

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, ჯანეტ იელენმა ჩინეთის ვიცე-პრემიერს, ჰე ლიენგს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, რომ სურს „ღია და არსებითი“ დისკუსია აშშ-ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობებზე, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

იელენის თქმით, აშშ-ს არ აქვს ჩინეთიდან გამოყოფის სურვილი.

„ჩვენი სრული გამიჯვნა ეკონომიკურად დამღუპველი იქნება როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მსოფლიოსთვის“,- აღნიშნა იელენმა და თქვა, რომ აშშ ეძებს ჯანსაღ ეკონომიკურ ურთიერთობას ჩინეთთან, რომელიც სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება გლობალურ გამოწვევებზე თანამშრომლობის განხილვას და აღნიშნა, რომ აშშ-სა და ჩინეთს „აკისრიათ ვალდებულება, წარმართონ დისკუსიები” ამ საკითხებზე.

მისივე თქმით, შეხვედრაზე აპირებს ჩინეთის ვიცე-პრემიერთან განიხილოს აშშ-ის გეგმები ეროვნული უსაფრთხოების შეზღუდვების შესახებ გარკვეული ტექნოლოგიების ექსპორტზე და აშშ-ის ინვესტიციებზე ჩინეთში.

„აშშ გააგრძელებს მიზანმიმართულ ქმედებებს ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ, მკაფიოდ ვაცნობოთ ამ ქმედებების შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ რაიმე გაუგებრობა ან არასწორი გათვლები. ჩვენ მივესალმებით მეტ სიცხადეს ჩინეთის მოქმედებებში“, – განაცხადა იელენიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა