აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება დაბადებისთანავე მოქალაქეობის შეზღუდვის შესახებ ბათილად ცნო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
კავკასია: გუშინ, დღეს, ხვალ. ექსპერტები რეგიონის ძირითად გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე
ირანული მედია: აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება
ელისაშვილის ადვოკატი: ვიდეოკადრებით ბრალდებულის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ექსპერტიზა კი ზიანს დაახლოებით 150 ევროდ აფასებს
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

ბადრი ჯაფარიძე - „ლელოს“ ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვა, ჩვენი ამოცანაა „ქართული ოცნების“ დამაჯერებლად დამარცხება და 5%-იანი ბარიერის პირობებშიც

13.11.2023 ნახვები: 565

„ლელოს“ ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვა, „ლელოს“ ამოცანა არის „ქართული ოცნების“ შეცვლა 2024 წლის არჩევნების შედეგად - ჩვენი ამოცანა არის, რომ დამაჯერებლად დამარცხებული იქნას „ქართული ოცნება“, 5%-იანი ბარიერის პირობებშიც, რის შედეგადაც ქვეყანას ეყოლება პროევროპული კოალიციური მმართველობა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ „დამაჯერებლად დამარცხდება და ქართველი ხალხი ხელში აიღებს ძალაუფლებას“.

„ლელოს“ ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვა, „ლელოს“ ამოცანა არის „ქართველი ოცნების“ შეცვლა 2024 წლის არჩევნების შედეგად. ამიტომ ჩვენ გაცილებით დიდ ამოცანებს ვისახავთ წინ, ვიდრე ეს 5%-იანი ბარიერია. „ქართული ოცნება“ აჩვენებს თავის სახეს იმიტომ, რომ ის დაპირება, რომელიც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, ცხადია, ეს პირველად არ არის, როდესაც ის დაპირებას არღვევს, სიტყვას სტეხს, ეს არის მათი სტილი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა, არაფერი გვეცვლება სამოქმედო გეგმებში, ჩვენი ამოცანა არის, რომ დამაჯერებლად დამარცხებული იქნას „ქართული ოცნება“, 5%-იანი ბარიერის პირობებშიც, რის შედეგადაც ქვეყანას ეყოლება პროევროპული კოალიციური მმართველობა და რის შედეგადაც ქვეყანა უკვე დაიწყებს რეალურად ინტეგრირებას ევროკავშირში. ამიტომ ეს რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, არის მათი სტილი და სახე - სიტყვის გატეხა, პირობის გატეხვა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ეს აბსოლუტურად ვერ იქონიებს გავლენას იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება, დამარცხდება დამაჯერებლად და ქართველი ხალხი აიღებს ხელში ძალაუფლებას, დაიბრუნებს თავის სახელმწიფოს.

ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ კეთილი ნების იმედი არავის უნდა ჰქონდეს, ამიტომ აუცილებელია ძალიან მნიშვნელოვანი ჩართულობა საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენ ვხედავთ, რომ სრული მზადყოფნა არის ევროკავშირის მხრიდან, ასევე, შეერთებული შტატების მხრიდან, იმისათვის, რომ დაიწყოს დაკვირვება პროცესის, უკვე ახლა და ეს არ იყოს მხოლოდ არჩევნების დღეს. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ აყალბებს არჩევნებს, არჩევნების დღემდე, როდესაც ის ახდენს ზეწოლას ამომრჩევლებზე, ხდება ხმების მოსყიდვა, მისი კოორდინატორების ინსტიტუტი არის მობილიზებული იმისათვის, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ, რომ მათი ხმები კონტროლდება თითქოს, ეს არის მთელი ინსტრუმენტები, რომელიც გააჩნია „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ის გამოიყენებს, თუ ამაში ხელი არ შევუშალეთ. ამიტომ ჩვენ შეთანხმებული ვართ საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან, შეთანხმებული ვართ ჩვენს მეგობრებთან, რომ აუცილებელია, უპრეცედენტო რაოდენობის გრძელვადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლა ჩვენ ქვეყანაში, ყველა დარღვევის საჯაროდ გამოტანა, მხილება „ქართული ოცნების“, ყველა შემთხვევაში, როდესაც ისინი თავიანთი ჩვეული სტილით შეეცდებიან, რომ წინასწარ განსაზღვრონ და გააყალბონ არჩევნები, ამიტომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს იგივე დარღვევებით ჩაატაროს არჩევნები, როგორც გასული არჩევნები იყო. შესაბამისად, ახლა ჩვენ ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი, იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ადამიანმა უნდა ირწმუნოს, რომ მისი ხმა იქნება გადამწყვეტი და მისი ხმა დაცული იქნება. ჩვენი მეგობრები იქნებიან ქართველ ხალხთან ერთად არ მისცემენ საშუალებას „ქართულ ოცნებას“, რომ გააყალბოს არჩევნები“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა