კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინაში მებრძოლი 2 ქართველი ტყვედ აიყვანეს

ნახვები: 512 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინაში მებრძოლი 2 ქართველი ტყვედ აიყვანეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სამთავრობო მედიის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში საქართველოს ორი მოქალაქე აიყვანეს ტყვედ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს “ტელეგრამ” არხზე გავრცელებული ვიდეოს თანახმად, მათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძე აიყვანეს ტყვედ. მათი თქმით, გოგლიძე უკრაინის მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონში გადიოდა სამხედრო სამსახურს.

რუსეთის სახელმწიფო გამოცემა “ტასის” ინფორმაციით, ასევე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს გიორგი ჩუბეთიძეც. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, იგი სამხედრო სამსახურს, ასევე, უკრაინის მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონში გადიოდა.

"ინტერპრესნიუსი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა