ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection
შსს: ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
წლის ბოლომდე დასახური სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის 2026 წლის ბიუჯეტში 1,65 მილიონი ლარია გათვალისწინებული
თბილისში ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს

ირაკლი კობახიძე - არავითარი ვალდებულება არ გვაქვს, რომ დავწიოთ ბარიერი

ნახვები: 694 ირაკლი კობახიძე - არავითარი ვალდებულება არ გვაქვს, რომ დავწიოთ ბარიერი

ვეთანხმები ევროკავშირი ელჩს, მან აღნიშნა, რომ არის ევროკავშირი ქვეყნები, უმეტესობაა ასეთი, სადაც მოქმედებს მაღალი ბარიერი. მხოლოდ ოთხი ქვეყანაა ევროკავშირში, სადაც მოქმედებს სამპროცენტიანი ან უფრო დაბალი ბარიერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანას ბარიერი მაღალი აქვს, ზოგს საერთოდ არ აქვს, ვიმედოვნებთ, რომ ბარიერთან დაკავშირებით რა წესებიც არ უნდა იყოს, რაც შეიძლება მალე იქნება წარდგენილი“.

მისი თქმით, მაღალი ბარიერი სჭირდება საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

„ასეთ პირობებში არავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ვალდებულება არ გვაქვს, რომ დაბლა დავწიოთ ბარიერი. მაღალ ბარიერს აქვს პლუსებიც და მინუსებიც. მთავარი პლუსი არის ის, რომ პროპორციული სისტემის პირობებში მაღალი ბარიერი ასრულებს ერთგვარი სტაბილიზატორი ფუნქციას. ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს  სჭირდება სტაბილური განვითარება და ამისთვის არის მნიშვნელოვანი ხუთპროცენტიანი ბარიერის შენარჩუნება“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა