ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრაზე - განვიხილეთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა

ნახვები: 587 ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრაზე - განვიხილეთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ორგანიზებული 28-ე კონფერენციის ფარგლებში კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების თემატიკაზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.

შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა.

მადლობელი ვარ შარლ მიშელის მხარდაჭერისთვის და მოუთმენლად, თავდაჯერებით ველი დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას!”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა