4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

კახა კალაძე გამგებლებს აფრთხილებს

ნახვები: 476 კახა კალაძე გამგებლებს აფრთხილებს

არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს, მაქსიმალური კომუნიკაცია, აუცილებელი და სწრაფი რეაგირება ზარებზე", - განაცხადა დღეს, 17 ნოემბერს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ყველა თანამშრომელი აგებს პასუხს, რომელიც უპასუხისმგებლოდ მოეკიდება შეტყობინებებს, რომელიც გამგეობაში ადგილობრივი მოსახლეობისგან შევა, ამის გამო გამგებლები თანამდებობას დატოვებენ.

„გამგებლებს, ვინც აგრძელებთ მუშაობას თქვენს რაიონებში და ხართ მთავრობის წარმომადგენლები, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს მომდევნო 4 წელი იმიტომ, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტს ელოდება ჩვენგან - ამიტომ, განსაკუთრებული კომუნიკაცია, განსაკუთრებული ურთიერთობა თქვენი რაიონის მცხოვრებლებთან. არ უნდა იყოს რაღაც ბარიერები, თუნდაც გამგებელთან შეხვედრასთან დაკავშირებით, თუნდაც ინფორმაციის მიღებასთან მიმართებით. არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს, მაქსიმალური კომუნიკაცია, აუცილებელი და სწრაფი რეაგირება ზარებზე. არ უნდა მოხდეს ისე, როგორც მაშინ, როდესაც, მაგალითად, პარკებში ზიანდებოდა ატრაქციონები, იყო შემოსული შეტყობინება და ამას არ ჰქონდა რეაგირება. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და არა ის კონკრეტული თანამშრომელი აგებს პასუხს და მიიღებს მხოლოდ შენიშვნას ან დაჯარიმდება, გამგებლები აგებთ პასუხს და დატოვებთ თქვენს თანამდებობას, გაითავისეთ ეს ყველამ კარგად. გამგებლები აგებთ პასუხს, როდესაც შეტყობინებაზე არ იქნება რეაგირება. თქვენ ხართ პასუხისმგებლები ჩემთან მიმართებით, თქვენ ხართ პასუხისმგებლები თბილისელებთან და თქვენი რაიონის მცხოვრებლებთან მიმართებით. ის თქვენი თანამშრომელი თუ უპასუხისმგებლოდ იქცევა, თქვენ ხართ ამაზე პასუხისმგებელი და ამიტომ ისე დაალაგეთ და ისე გადაალაგეთ თემა, რომ ამაზე არ მოგვიწიოს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება," - განაცხადა კალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა