ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

"გააგონე შენი ხმა ევროპას" - დღეს, თბილისში მარში გაიმართება

ნახვები: 584 "გააგონე შენი ხმა ევროპას" - დღეს, თბილისში მარში გაიმართება

"გააგონე შენი ხმა ევროპას" - თბილისში მასშტაბური მსვლელობისთვის ემზადებიან. ზუსტად 2 საათზე დედაქალაქის ცენტრში ევროკავშირის გიგანტური დროშა გაიშლება.  ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოება, პრეზიდენტი და პოლიტიკოსები ოპოზიციური ფლანგიდან - ყველა რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება.

დღეს თბილისში ყველაზე არაპოლიტიკური მარში გაიმართება. ერთადერთი მოწოდება, რის გამოც ხალხი გარეთ გადის ეს ევროპული სტატუსიია. მოქალაქეები აპირებენ საკუთარი ნების შესახებ უფრო მკაფიო პოზიცია დაუფიქსირონ ბრიუსელში, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

საქართველოს მოქალაეებს ექნებათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშის გაშლაში და გაუგზავნონ ძლიერი გზავნილი ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერს, რომ მომავალ კვირაში საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი",- ამბიბს გიორგი მშვენიერაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა