გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

პაველ ჰერჩინსკი - შეგიძლიათ, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ თქვენი ფუნდამენმტური უფლებების დასაცავად

ნახვები: 499 პაველ ჰერჩინსკი - შეგიძლიათ, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ თქვენი ფუნდამენმტური უფლებების დასაცავად

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია, მას თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. შეგიძლიათ, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„დღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღიარებს, რომ ადამიანის უფლებები თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის. 1948 წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების შემდეგ მსოფლიო ძალიან შეიცვალა. მთელ მსოფლიოში მიმდინარე არასახარბიელო ტენდენციის გამო, უნდა გავერთიანდეთ და მტკიცედ დავიცვათ ამ უფლებების უნივერსალურობა. ეს საერთო ამოცანაა და უფრო თანაბარუფლებიანი  და ინკლუზიური მომავლისკენ მიმართული უწყვეტი პროცესი. ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის საფუძველია. ამ ხედვის რეალობად ქცევის ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პროცესის ნაწილია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია. მას თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის (რომელსაც დღეს ვზეიმობთ) გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. შეგიძლიათ, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ, თქვენი ფუნდამენმტური უფლებების დასაცავად. გილოცავთ ადამიანის უფლებათა დღეს! დიდი მადლობა“,- აცხადებს ელჩი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა