კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პეტრე ცისკარიშვილი - ვხვდებით აშშ-დან ჩვენს პარტნიორებს, ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის

ნახვები: 512 პეტრე ცისკარიშვილი - ვხვდებით აშშ-დან ჩვენს პარტნიორებს, ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის

ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის, ვხვდებით აშშ-დან ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც სამი დღის განმავლობაში გაგვაცნობენ საარჩევნო კამპანიის წარმართვის სტილს, რომელსაც ჩვენც შეძლებისდაგვარად გამოვიყენებთ მომავალი საარჩევნო კამპანიის დროს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორთან, სტრატეგიებისა და კომუნიკაციების ექსპერტთან რონ ნერინგთან შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა,

როგორც ცისკარიშვილი აღნიშნავს, პარტნიორები სამი დღის განმავლობაში მათ საარჩევნო კამპანიის შესახებ ტრენინგებს ჩაუტარებენ.

„მოგეხსენებათ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, პოლიტიკური ტექნოლოგიები, ინსტრუმენტები, სოციალური ქსელების მეშვეობით საზოგადოებასთან კომუნიკაცია, საარჩევნო კამპანიის დინამიკურად წარმართვის პროცესები იცვლება დროთა განმავლობაში და ამაში, როგორც ბევრ სხვა სფეროში, აშშ -ში გაცილებით წინ არიან წასული, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. ჩვენ მადლობა გვინდა ვუთხრათ IRI -ს „ლიდერშიფ“ ინსტიტუტს, ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ამ სამ დღიან coaching ტრენინგს, სესიებს ჩაგვიტარებენ, თუ როგორ ხდება აშშ-ში კერძოდ, რესპუბლიკელების პარტიაში შიგნით, "პრაიმერისით" დაწყებული, გაგრძელებული დიდ არჩევნებამდე - იქნება ეს კონგრესის, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები.

ამ ტექნოლოგიებს, კომუნიკაციებს, სოციალური ქსელების გამოყენებას, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ასპექტს, ნიუანსს მოგვიყვებიან, გაგვიმხელენ და ჩვენც შეძლებისდაგვარად მათ გამოვიყენებთ მომავალ საარჩევნო კამპანიის დროს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა