არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება
თანამედროვე ჟურნალისტიკა: ეპოქის გამოწვევები და ობიექტურობის ძიება
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს

საფრანგეთში ქართველი ქალი მეუღლის მკვლელობისთვის დააკავეს, წყვილის 5 შვილზე სოციალური სამსახური ზრუნავს

ნახვები: 580 საფრანგეთში ქართველი ქალი მეუღლის მკვლელობისთვის დააკავეს, წყვილის 5 შვილზე სოციალური სამსახური ზრუნავს

საფრანგეთის ქალაქ ტულონში 28 წლის ქართველი ქალი, ლანა კ., 31 წლის მეუღლის მკვლელობისთვის დააკავეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მეზობლების განცხადებით, მათ წყვილს შორის ჩხუბის ხმა გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.

ადგილზე მისულ პოლიციასა და სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ და მისი რეანიმირება ვეღარ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს, სავარაუდოდ, დახრჩობის კვალი აღენიშნება.

წყვილის ხუთ შვილზე, რომლებიც მცირეწლოვნები არიან, ბავშვთა სოციალური სამსახური ზრუნავს. გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო. იგეგმება ეჭვმიტანილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა