გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

აშშ-მა უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება დაამტკიცა

ნახვები: 499 აშშ-მა უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება დაამტკიცა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა, - ინფორმაციას მედია საშუალებები პენტაგონის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

პაკეტი აშშ-ის მხრიდან ბოლო დაფინანსებაა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო უკრაინისთვის კონგრესის მხრიდან ახალი დამტკიცების გარეშე, სადაც ამ საკითხზე მოლაპარაკებები შეჩერებულია.

დახმარების პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას NASAMS-ისა და HIMARS-ის სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, Stinger-ის საზენიტო რაკეტებს, TOW-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და Javelin-ისა და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და სხვა საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოქტომბერში კონგრესს სთხოვა, უკრაინისთვის დამატებითი, 60 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დაფინანსება დაემტკიცებინა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლას აშშ-ის კონგრესში ფართო მხარდაჭერა აქვს, „რესპუბლიკელებმა“ შემდგომი დახმარების შესახებ შეთანხმება შეაჩერეს, რადგან ისინი ამტკიცებენ, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ნებისმიერი სამხედრო დახმარების შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა