ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

სახდეპი ბიჭვინთის აგარაკებზე: ვგმობთ მიწების რუსეთისთვის გადაცემის უკანონო მცდელობებს

ნახვები: 575 სახდეპი ბიჭვინთის აგარაკებზე: ვგმობთ მიწების რუსეთისთვის გადაცემის უკანონო მცდელობებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას ეხმაურება და ფაქტს უკანონოს უწოდებს.

როგორც დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა აღნიშნა, ვაშინგტონი რუსეთს ისევ მოუწოდებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს.

"აშშ გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის უკანონო მცდელობებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მუდმივი ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ აგრძელებს რუსეთის მიმართ მოწოდებას, რომ მან შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები", - თქვა მილერმა ჟურნალისტებთან გამართულ სატელეფონო პრესკონფერენციაზე.

***

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას ხელი მოაწერა. შეთანხმების "რატიფიცირება" ე.წ. პარლამენტში 27 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა