ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ სანქცირებული ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა

ნახვები: 587 გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ სანქცირებული ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა

გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა განეხილა ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის სარჩელი, რაც მის იახტაზე 2022 წელს ჩატარებული ჩხრეკის კანონიერებას ეხებოდა.

ალიშერ უსმანოვმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 2023 წლის ზაფხულში მიმართა ოლიგარქი დავობდა, რომ ჩხრეკამ ხელყო მისი ადამიანური ღირსება და დაარღვია საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლება.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი იმით ახსნა, რომ მისთვის მიმართვამდე მომჩივანს ყველა შესაძლო იურიდიული საშუალება არ გამოუყენებია და ამასთან, საკმარისად ვერც ის დაასაბუთა, რომ იახტა მართლაც მისი პირადი სივრცე იყო.

ალიშერ უსმანოვი დავობს საქართველოშიც. 2023 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ საქმე ეხება კომპანია Metalloinvest-ის მიერ "ლიბერთი ბანკში" განთავსებულ რამდენიმე მილიონ ევროს, რომელიც საერთაშორისო სანქციების შესაბამისად გაყინულია. უსმანოვის უფლებადამცველები მიუთითებენ იმაზე რომ ამ თანხების გაყინვის პერიოდში ქვეყანაში არ არსებობდა შესაბამისი კანონმდებლობა, რომლითაც თანხების გაყინვა უნდა მომხდარიყო.

კომპანია Metalloinvest-ი თავის მხრივ, რუსული საინვესტიციო ჰოლდინგის, USM-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის 49%-იან წილს უზბეკური წარმოშობის რუსი მილიარდერი, ალიშერ უსმანოვი ფლობს.

თავად უსმანოვი რუსეთის მოქალაქეობის მქონე ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $14.5 მილიარდად აფასებს.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა