თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

ჯო ბაიდენს ლოიდ ოსტინს ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა

ნახვები: 555 ჯო ბაიდენს ლოიდ ოსტინს ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა

ჯო ბაიდენმა სამშაბათამდე არ იცოდა, რომ თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს პროსტატის კიბო ჰქონდა, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„თეთრ სახლში დღეს დილამდე არავინ იცოდა, რომ მდივან ოსტინს პროსტატის კიბო ჰქონდა და პრეზიდენტს მაშინვე შეატყობინეს, როგორც კი ინფორმაცია მივიღეთ“, - განუცხადა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს.

მანამდე, ვალტერ რიდის ეროვნულმა სამხედრო სამედიცინო ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ლოიდ ოსტინი პროსტატის კიბოს დიაგნოზით მკურნალობს და განიცადა გართულებები, რის გამოც ის 1-ელ იანვარს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღემდე მკურნალობს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კიბო დეკემბრის დასაწყისში აღმოაჩინეს და მინისტრმა 22 დეკემბერს "მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული პროცედურა" ჩაიტარა. 1-ელ იანვარს ოსტინი ხელახლა გადაიყვანეს საავადმყოფოში გართულებების გამო და მას საშარდე გზების ინფექცია აღმოაჩნდა.

კითხვაზე, რატომ არ გაამჟღავნა ოსტინმა, რომ მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ სიტუაცია "ღრმად პირადულია“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა