საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors

თინა ბოკუჩავა - პოლიტიკური აქტორები, ასევე ადამიანები დიპლომატიურ წრეებში ღიად საუბრობენ, რომ ივანიშვილი ოლიგარქია

11.01.2024 ნახვები: 553

პოლიტიკური აქტორები, ასევე ადამიანები დიპლომატიურ წრეებში, უფრო ღიად საუბრობენ, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი - შესაძლოა სანქციები, რომელიც მას შეეხება, უფრო ადრე ვიხილოთ, ვიდრე ეს ივანიშვილს წარმოუდგენია, - ამის შესახებ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დანიის ელჩს ოპ-ედის, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს.

მისივე თქმით, ივანიშვილი, შესაძლოა, პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტზე პოლიტიკაში გამოჩენით, სანქციების არიდებას ცდილობს, რაც წარუმატებელი იქნება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილით დაწყებული, რომელიც ერთ დროს ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდში მოიაზრებოდა, ევროპარლამენტარებით და ელჩებით დამთავრებული, უფრო და უფრო ღიად საუბრობენ პოლიტიკური აქტორები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ასევე დიპლომატიურ წრეებში ადამიანები, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ოლიგარქი, რომელიც მავნე ოლიგარქიულ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის მმართველობაზე, რაც კატეგორიულად შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან და ამისთვის აუცილებელია ამ ოლიგარქიული მმართველობის დასრულება. დიპლომატიურ და პოლიტიკურ წრეებში ღიად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს ივანიშვილს წარმოუდგენია ვიხილოთ სანქციების მორიგი პაკეტი, რომელიც შესაძლოა უკვე არა მხოლოდ მასთან დაახლოებულ პირებს შეეხოს, როგორიც ფარცხალაძეა, არამედ, უშუალოდ მას. შესაძლოა, მისი მმართველობის ლეგალიზების ეს მცდელობა პარტიის თავმჯდომარედ მესამედ პოლიტიკაში მობრუნების, სწორედ სანქციების თავის არიდებას უკავშირდებოდეს, თუმცა, როგორც არაერთმა ევროპარლამენტარმა განმარტა, ეს ძალიან უსუსური მცდელობაა და ამ პოლიტიკური მანევრით და „ტრიუკით“, მისივე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, სანქციებს ვერ აირიდებს”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „ფორმულას“ ინფორმაციით, საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა „ქართული ოცნების დამფუძნებელი“ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

მათივე ცნობით, ამის შესახებ ელჩი ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში წერს, სადაც საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიღება აქვს განხილული.

„მმართველი „ქართული ოცნების“ პარტია, დაარსებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, ხელისუფლებაშია 2012 წლიდან. ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელმძღვანელობს, მუდმივად ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო მუშაობას და ხელისუფლებას სასამართლოების პოლიტიზებაში, თავისუფალი მედიის ჩახშობაში და ოპოზიციის წევრების შევიწროებაში ადანაშაულებს“, - წერს ელჩი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა