ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ეროვნული ბანკი მსურველებს რეგულირების ლაბორატორიის ესქრო (E-scrow) მომსახურების პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ნახვები: 573 ეროვნული ბანკი მსურველებს რეგულირების ლაბორატორიის ესქრო (E-scrow) მომსახურების პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებულ არასაბანკო ინსტიტუტებს რეგულირების ლაბორატორიის ესქრო მომსახურების პროექტში მონაწილეობას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ჩარჩოს შექმნა, ამ პროცესში დაინტერესებულ პირთა ჩართულობით.

„მიმდინარე ეტაპზე, საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის შესაბამისად, მხოლოდ კომერციული ბანკი შეიძლება იყოს ესქრო აგენტი, რომელიც ესქრო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ახორციელებს ესქრო მომსახურებას. აღნიშნული პროექტის მონაწილე არასაბანკო ინსტიტუტებს კი შესაძლებლობა ექნებათ ეროვნულ ბანკს ელექტრონულად წარუდგინონ ესქრო მომსახურების საკუთარი სქემები, რომლებიც უნდა იყოს კანონთან შესაბამისობაში და იმ ფარგლებში, რაც კომერციული ბანკებისთვის არის დაშვებული. აღნიშნულ სქემებს ეროვნული ბანკი დადგენილი წესის შესაბამისად განიხილავს.

ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინტექ სექტორის განვითარებას და აღნიშნული პროექტიც ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ეროვნული ბანკი მზადაა პროექტით დაინტერესებულ პირთა განაცხადები 2024 წლის 15 იანვრიდან 2024 წლის 1 სექტემბრამდე მიიღოს. რეგულირების ლაბორატორიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგულირების ლაბორატორიის პროექტში ჩართვის მიზნით შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისს: innovationoffice@nbg.gov.ge

მოცემული არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება ან/და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის რაიმე სახის სამართლებრივი ვალდებულება მარეგულირებელი/საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებასა და მოცემული საქმიანობისთვის მესამე პირებისთვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა