ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ლევან ბეჟაშვილი - თუ ახალი პოლიტიკური გაერთიანების მიზანია „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის გახლეჩა, ეს იქნება წარუმატებელი

ნახვები: 584 ლევან ბეჟაშვილი - თუ ახალი პოლიტიკური გაერთიანების მიზანია „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის გახლეჩა, ეს იქნება წარუმატებელი

თუ ახალი პოლიტიკური გაერთიანების ამოცანა იქნება ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მობილიზება და დაორგანიზება, მისასალმებელია - თუ მიზანი იქნება „ნაცმოძრაობის" ელექტორატის გახლეჩა, ეს იქნება წარუმატებელი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის მომხრე არ არის და საზოგადოებას მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანი უნდა ჰქონდეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მომხრეა არ იყოს ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემა და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც შეძლონ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრების შექმნა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანის საშუალება მათი პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად. ბუნებრივია, თუ ახალი პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნება და მათი მთავარი ამოცანა იქნება ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მობილიზება და დაორგანიზება, ეს იქნება მისასალმებელი. სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტიები დღეს მთავარ ამოცანად "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას ისახავენ და ამის საფუძველზე ელექტორალური ხმების აკრეფას, მაგრამ მთავარი ამოცანა უნდა იყოს საერთო ოპოზიციური სტრატეგიის ფარგლებში მოქმედება და საერთო გამარჯვების მიღწევა ქართველი ხალხის სასარგებლოდ. "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული კოლეგების სამომავლო გაერთიანებასთან დაკავშირებით წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, გააჩნია, რა პოლიტიკურ ამოცანას ისახავენ მიზნად. თუ ცდილობენ და ეცდებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატის გახლეჩას, ბუნებრივია, ეს იქნება წარუმატებელი, რადგან მსგავსი გამოცდილება 2016 წელს "ევროპულ საქართველოსთან" მიმართებით გვაქვს და ვხედავთ, რომ ელექტორატის გახლეჩა არ ხდება, ეს ელექტორატი არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და გამოირჩევა საოცარი კონსოლიდაციით, იდეების და ღირებულებების ერთგულებით. შესაბამისად, თუ ისინი შეეცდებიან სხვა ოპოზიციურ ველზე დამატებით ელექტორატის მოძიებას, ე.წ. შუაშისტი ელექტორატის, მათ ექნებათ შანსი, ახალი ნიშა დაიკავონ ქართულ პოლიტიკაში,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ის, ასევე, გამოეხმაურა "ლელოს" და გახარიას გუნდის წევრების განცხადებებს, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე თანამშრომლობას საარჩევნოდ გამორიცხავენ. ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ეს განცხადებები ბუნებრივია, რადგან მათი ელექტორატი ძირითადად "ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერებისგან შედგება.

"იქნება ეს "ლელო" თუ გახარია საზოგადოებისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ჩვენი და მათი ელექტორატი აბსოლუტურად განსხვავებულია. მათი მთავარი ელექტორატია "ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერები და ისინი ცდილობენ ასეთი განცხადებებით "ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერების მიბმას. ამიტომ ასეთი განცხადებები არ ემსახურება იმას, რომ წითელი ხაზები გაივლოს ოპოზიციაში და დაპირისპირება წარმოჩინდეს, ისინი ცდილობენ ამ ელექტორატში თავიანთი იდენტობა იპოვონ და ეს განცხადებებიც ამით არის განპირობებული," - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა