გარემოს ეროვნული სააგენტო: თბილისში 8 საათში ივლისის თვის ნორმაზე 2.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა
ნესტან კუტივაძე: წიგნი სიყვარულის უფლებასა და პიროვნულ პასუხისმგებლობაზე - „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“
არჩილ იაკობაშვილი - აგვისტო-სექტემბერში რუსეთში ამბავი დატრიალდება
2026 წლის პირველ ნახევარში ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 70%-ზე მეტით გაიზარდა
ელენე ხოშტარია: ყოველ დილით ხალხი უნდა ხედავდეს ერთიან ოპოზიციას და არა ცალ-ცალკე პარტიებს
თბილისის მერია - რეაბილიტაციის პერიოდში რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება ოთხი თვის განმავლობაში შეიზღუდება
რუისპირში ქორწილში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: ქვეყანაში ამჟამად 90 პოლიტიკური პატიმარია

ჯეიკ სალივანი - ვხედავთ, რა ხდება, როცა აგრესორს საშუალებას აძლევენ, დაიკავოს მეზობლის ტერიტორია ძალის გამოყენებით და ამისთვის საფასური არ გადაახდევინონ

16.01.2024 ნახვები: 519

ორი წლის წინ, ამ დღეს პუტინს მობილიზებული ჰყავდა 180 ათასი სამხედრო უკრაინის საზღვარზე და ქვეყანა სამი მხრიდან ალყაში ჰყავდა მოქცეული, ის ელოდებოდა სწრაფ გამარჯვებას, თუმცა მან სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხი, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ინტერვენციამ მხოლოდ გააძლიერა უკრაინის სუვერენიტეტი და გააძლიერა ნატო-ს სიმტკიცე, რომლის შესუსტებაც სურდა.

„პუტინი ელოდებოდა სწრაფ გამარჯვებას, რომ გაგზავნიდა ტანკების კოლონას კიევში და დაამხობდა უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას, რომ ის შეასუსტებდა ნატოს და აღადგენდა რუსეთის გავლენის სფეროებს, თუმცა მან სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხი. ორი წელია, აშშ-ის ხელმძღვანელობით, 50-ზე მეტი პარტნიორისგან შემდგარი კოალიციის დახმარებით, უკრაინელი ხალხი რჩება უდრეკი მოწინააღმდეგის წინაშე, რომლის ეკონომიკა უკრაინისაზე ათჯერ დიდია, მოსახლეობა სამჯერ მეტია, ხოლო შეიარაღებული ძალები ოდესღაც მსოფლიოში სიძლიერით მეორე ადგილზე მიიჩნეოდა. ორი წლის შემდეგ პუტინმა არამხოლოდ ვერ მიაღწია თავის იმპერიალისტურ მიზანს, დაიმორჩილოს უკრაინა, არამედ მისმა ინტერვენციამ მხოლოდ გააძლიერა უკრაინის სუვერენიტეტი, ის სუვერენიტეტი, რომლის განადგურებასაც ის ცდილობდა და გააძლიერა ნატო-ს სიმტკიცე, რომლის შესუსტებაც მას სურდა. ის ფიქრობდა ნატო-ს შესუსტებას, თუმცა მისმა ქმედებებმა ჩვენი რიგები მხოლოდ გაზარდა. მამაცმა უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს იმ ტერიტორიის ნახევარზე მეტი, რომელიც რუსეთმა დაიკავა ამ კონფლიქტის დასაწყისში. მათ მოიგერიეს რუსეთის შეტევის მცდელობა გასულ ზამთარს და იგერიებენ მას ამ ზამთარს. მათ სერიოზულად შეამცირეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, დრამატულად გაზარდეს უკრაინის ექსპორტი შავი ზღვიდან, მათ მძიმე საფასური გადაახდევინეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ათწლეულების განმავლობაში ნაგროვები შესაძლებლობების განადგურებით“, – განაცხადა სალივანმა.

თეთრი სახლის მრჩევლის თქმით, ამ ყველაფრის პარალელურად, უკრაინამ გაატარა ეკონომიკური რეფორმები, გააძლიერა საკუთარი თავდაცვითი მრეწველობა და დააჩქარა დასავლეთთან ინტეგრაცია.

„რა თქმა უნდა, ბრძოლა არ არის დასრულებული. რუსეთმა მჭიდროდ დანაღმა ტერიტორია ფრონტის ხაზის გასწვრივ, რითაც უფრო რთული გახადა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიული წინსვლა. ჩინეთის დახმარებით, პუტინი ახორციელებს თავდაცვითი-სამრეწველო ბაზის მობილიზებას, მან ქვეყნის ეკონომიკა სამხედრო რეჟიმზე გადაიყვანა და რუსეთი ცდილობს მეტი იარაღის მიღებას ჩრდილოეთ კორეისგან და ირანისგან, რაც არღვევს გაერო-ს უშიშროების საბჭოს არაერთ რეზოლუციას, რომლისთვისაც თავად მოსკოვს ხმა აქვს მიცემული. თუმცა უკრაინელი ხალხი მზად არის ბრძოლის გაგრძელებისთვის და აშშ და ჩვენი პარტნიორები გაგრძელებენ მათ გვერდით დგომას“, – განაცხადა სალივანმა.

როგორც სალივანმა აღნიშნა, როდესაც აგრესორს საშუალებას აძლევენ, დაიკავონ მეზობლის ტერიტორია ძალის გამოყენებით და ამისთვის საფასური არ გადაახდევინონ, ის განაგრძობს თავის მოქმედებას.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დიპლომატიური ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რომელიც იცავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას გაერო-ს წესდების პრინციპების შესაბამისად. ჩვენ ვხედავთ, თუ რა ხდება, როდესაც აგრესორს საშუალებას აძლევენ, დაიკავონ მეზობლის ტერიტორია ძალის გამოყენებით და ამისთვის საფასური არ გადაახდევინონ, ის განაგრძობს თავის მოქმედებას“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა