კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „ბრისტოლთან“ ფრედ ითამშა

ნახვები: 512 გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „ბრისტოლთან“ ფრედ ითამშა

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიპში „ბრისტოლს“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა – 1:1.

28-ე ტურის შეხვედრა ქართველის გუნდმა გასვლაზე ჩაატარა. ჩაკვეტაძემ „ბრისტოლ სიტის“ წინააღმდეგ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ისევე როგორც წინა ტურში, ფაქტობრივად, შეუცვლელად ითამაშა – მხოლოდ 89-ე წუთზე შეცვალეს.

„უოტფორდმა“ თამაში სასურველი სცენარით დაიწყო და მე-13 წუთზე დაწინაურდა. მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ნიგერიელმა ნახევარმცველმა, დელე-ბაშირუმ გოლად გარდასახა და ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა წონასწორობა მალე აღადგინეს – 25-ე წუთზე სტუმრებს სკოტ ტვინმა გაუტანა და ანგარიში თამაშის ბოლომდე აღარ შეცვლილა.

„უოტფორდმა“ 28 ტურის შემდეგ 40 ქულა დააგროვა, მეცხრე ადგილზეა და პრემიერლიგის პლეი ოფის ზონასთან ჩამორჩენა სულ რაღაც სამ ქულამდე შეამცირა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა